კადიროვი – დავიმსახურე უვადო და ხანგრძლივი შვებულება, ვფიქრობ, ჩემი დროც დადგა, ვიდრე არ გამაგდეს


ავტორი
Front News საქართველო
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ძალიან დიდ ხანს იმყოფება და უვადო, ხანგრძლივი შვებულება დაიმსახურა.
“მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ თურმე მე ვარ “დღეგრძელი“ რუსეთის ფედერაციის სუბიექტების მოქმედ ხელმძღვანელებს შორის. მე თვითონაც შევამჩნიე, რომ ძალიან დიდ ხანს შემოვრჩი. მიმაჩნია, რომ სავსებით დავიმსახურე უვადო და ხანგრძლივი შვებულება. ვიმედოვნებ, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ“, – აცხადებს კადიროვი.
მისი თქმით, ის უკვე 15 წელია, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სათავეშია და დადგა დრო წავიდეს.
“ჩვენ კავკასიელებს გვაქვს გამოთქმა: როგორი პატივსაცემი და სასურველიც არ უნდა იყოს სტუმარი, თუ ის დროულად მიდის, ის ასევე სასიამოვნოცაა. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი დროც დადგა, ვიდრე არ გამაგდეს. ჩვენ ამაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ და ვეცდებით, დროულად წავიდეთ“, – აცხადებს კადიროვი “ტელეგრამზე” გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
რამზან კადიროვი 2007 წლიდან 2011 წლამდე ჩეჩნეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა და კადიროვი “რესპუბლიკის მეთაური“ გახდა. ის დღემდე ამ პოსტზეა.
თაგები:
რამზან კადიროვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს