კადიროვი – უმაღლესმა მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ დღეს რუსეთი არის მჭიდრო პატრიოტების ქვეყანა, რომელიც ებრძვის დასავლეთის თავდასხმებს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს შეხვდა.
კადიროვის თქმით, “უმაღლეს მთავარსარდალთან შეხვედრაზე უკრაინაში ჩეჩნური შენაერთების მონაწილეობის საკითხი განიხილეს”.
“უმაღლესმა მთავარსარდალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს რუსეთი არის მჭიდრო პატრიოტების ქვეყანა, რომელიც ებრძვის დასავლეთის თავდასხმებს, როგორც ერთი დიდი და მეგობრული ოჯახი.
ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა მადლობა გადაუხადა ჩვენს ბიჭებს თავდადების, პატრიოტიზმისა და ფრონტის ხაზზე მაღალი შედეგებისთვის. მადლობა გადავუხადე ჩვენს პრეზიდენტს მებრძოლებისადმი ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის. წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ რუსეთი ჩვენი ძლიერი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში ნეონაციზმისა და ნატო-ს აგრესიის წინააღმდეგ”, – წერს კადიროვი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს