კაია კალასი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად კიევში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან ერთად კიევში ჩავიდა.
თანამდებობის დაკავების შემდეგ, უკრაინაში პირველი ვიზიტის დროს კალასმა აღნიშნა, რომ მისი გზავნილი ნათელია: ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი.
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – აღნიშნა კალასმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ომის დაწყების პირველივე დღიდან ევროკავშირი უკრაინის მხარეს დგას.
„ჩვენი მანდატის პირველივე დღიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა კოშტამ.
ევროპარლამენტმა 27 ნოემბერს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, რომელმაც მუშაობა დღეს დაიწყო.
თაგები:
კაია კალასი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა