კალასი – საქართველოში მოვლენების განვითარება საკმაოდ შემაშფოთებელია, ამიტომ ვმსჯელობთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოზეც. მოვლენების განვითარება საკმაოდ შემაშფოთებელია, ამიტომ ვმსჯელობთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას სანქციების საკითხზე.
“ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოზეც. მოვლენების განვითარება საკმაოდ შემაშფოთებელია, ამიტომ ვმსჯელობთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია.
დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ორი ევროპული ქვეყნის დარწმუნება, რომ ასევე დაეთანხმონ ამას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას“, – განაცხადა კაია კალასმა.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
თაგები:
კაია კალასი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს