კაია კალასი - ვიზებზე ახალი რეგულაციები საშუალებას მოგვცემს, რომ ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ


ავტორი
Front News საქართველო
კომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მინისტრები იყვნენ ძალიან მკაფიო, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა უარესდება საქართველოში.
"მინისტრები იყვნენ ძალიან მკაფიო, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა უარესდება საქართველოში. პერსონალური თავდასხმები ევროკავშირის ელჩებზე მიუღებელია და მისი ადგილი დიპლომატიაში არ არის.
კომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს. ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, - განაცხადა კაია კალასმა.
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხებიც განიხილეს.
თაგები:
კაია კალასი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა