კახა ჩიქოვანი - მათ არავის ბედი და არც არავის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ აღელვებთ


ავტორი
Front News საქართველო
აქამდე ამბობდნენ, წინა ხელისუფლება ხომ არ ვართ, ძალით გამოვიყვანოთ ხალხი სახლებიდანო და ახლა რა გააკეთეს? ესენი არ არიან ადამიანები, - ამის შესახებ "ფარი ერთობის" წევრმა კახა ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები დაეწყნარებინათ, ადგილზე ოფიციალური პირები მოსულიყვნენ, პოლიციის მობილიზება დაიწყეს.
"იქ იყო ხალხი, რომლებსაც ღია ცის ქვეშ ყრიდნენ და რა თქმა უნდა, მათ ნერვებმა უმტყუნათ. როცა უყურებ, რომ შენს ოჯახს გარეთ აგდებენ, შენს მცირეწლოვან ბავშვს გარეთ ყრიან, აქ როგორ შეიძლება, თავი შეიკავო და რაღაც ჩარჩოში იმოქმედო.
იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები დაეწყნარებინათ, ოფიციალური პირები მოსულიყვნენ, რაღაც გამოსავლის ძებნა დაეწყოთ, აქ მართლაც უპრეცედენტო მობილიზება ჰყავდათ პოლიციის.
აქამდე ამბობდნენ, წინა ხელისუფლება ხომ არ ვართ, ძალით გამოვიყვანოთ ხალხი სახლებიდანო და ახლა რა გააკეთეს? ესენი არ არიან ადამიანები, ესენი არიან არსებები, რომლებსაც აქვთ ერთი მიზანი, რომ ემსახურონ თავიანთ ბატონს. ეს ქვეყანა არის ბიძინა ივანიშვილის კორპორაცია და ამათი ხელით მართავს ამ კორპორაციას. მათ არავის ბედი და არც არავის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ აღელვებთ", - განაცხადა კახა ჩიქოვანმა.
თვალჭრელიძის ქუჩაზე ავარიული შენობებიდან აღსრულების ბიურომ და პოლიციამ მოსახლეობა გამოასახლა.
თაგები:
კახა ჩიქოვანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს