Logo

კახა დაბრუნდაშვილი – ჩემს მონაყოლს ვინც ხედავთ და ვინც უსმენთ, ამათ როგორ ითხოვთ, როგორ უდგახართ გვერდით?! მინდა ყველას მოვუწოდო გონს მოეგონ

პოლიტიკა
602
Frontnews image description

კახა დაბრუნდაშვილის თქმით, ის საზოგადოება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ითხოვს წარმოდგენა არ აქვს, თუ ვის უდგანან გვერდში და  რომ მათ საზარბაზნე ხორცად იყენებენ.

“მივმართავ ფართო საზოგადოებას, დავიწყებ  უშუალო ახალგაზრდებით, ვინც იმ წლებში ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, ვერც თავის თავზე გამოცდიდნენ. ხალხო, ჩემს მონაყოლს ვინც ხედავთ და ვინც უსმენთ, უბრალოდ თქვენი არავისი არ მესმის ამათ როგორ ითხოვთ,  როგორ უდგახართ გვერდით?! ჩემამდე არ დადის. მინდა ყველას მოვუწოდო გონს მოეგონ. ესენი არიან ის ხალხი, ვინც გაგებაში არ არის ვის უდგანან გვერდში, ქვეყნის დამღუპველებს, ადამიანის მოკვლა შეეძლოთ ჩვეულებრივად, ამათთვის არაფერი არ იყო და ახლა  დარწმუნებული ვარ ალესილები გაწყვეტენ  საქართველოს. მე მინდა ყველას მივმართო ცოტა გონს მოეგეთ, აი ეს ისტორიები, რასაც ჩემგან ისმენთ, რაც ჩემამდე მოისმინეთ და რასაც ცემს მერე მოისმენთ კიდევ. გაიაზრეთ, ხალხო, ანალიზი გაუკეთეთ. გიყენებენ, თუ გგონიათ, რომ რაღაცას აკეთებთ, საზარბაზნე ხორცად გიყენებენ“, – განაცხადა კახა დაბრუნდაშვილმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები