
ავტორი
Front News საქართველო
არაფერში არ სჭირდება საფრანგეთის პრეზიდენტს ისეთი რაღაცების თქმა, რომლის უკანაც საქმე არ დგას, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაკრონს თავისუფლად შეუძლია, რომ უფრო აქტიურად და უფრო ქმედითად განახორციელოს სანქციები თავის ტერიტორიაზე.
“არაფერში არ სჭირდება საფრანგეთის პრეზიდენტს ისეთი რაღაცების თქმა, რომლის უკანაც საქმე არ დგას.
მაკრონს თავისუფლად შეუძლია, რომ უფრო აქტიურად და უფრო ქმედითად განახორციელოს სანქციები თავის ტერიტორიაზე, ანუ, იმ პირების მიმართ, რომლებიც მის ტერიტორიაზე ფლობენ რაღაცას.
აქ შეიძლება, რომ ხელის შემშლელიც კი იყოს რაღაც, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, იმიტომ, რომ საფრანგეთის მოქალაქის მიმართ სანქციის გატარება უფრო ძნელი იქნება, თუმცა არ იქნება შეუძლებელი. ასეთი რაღაცები ხდება, მაგალითად, ჰოლანდიაში ჰოლანდიურ კომპანიას დაუწესეს თვითონ ჰოლანდიელებმა სანქციები”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
თაგები:
კახა გოგოლაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს