კახა გოგოლაშვილი – არსებობს კიდევ ერთი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეიძლება ასევე, თუ შეინიშნება სწრაფი რეგრესი


ავტორი
Front News საქართველო
არსებობს კიდევ ერთი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეიძლება ასევე, თუ მის ძირითად ნიშნულებში შეინიშნება სწრაფი რეგრესი, – ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რეზოლუციები ხშირად გამაფრთხილებელიცაა, რომ ესა თუ ის საკითხი შეიცვალოს.
“ევროპარლამენტის რეზოლუცია არის საყურადღებო. რეზოლუციები ყოველთვის არ არის იმისთვის, რომ აუცილებლად აღსრულდეს, მაგალითად, თუ ის მოუწოდებს, რომ სანქციები გატარდეს ვიღაცის მიმართ, შეიძლება იმიტომ მოუწოდებს, რომ გააფრთხილოს ქვეყანა, კონკრეტული პიროვნება, რომ რაღაც შეიცვალოს.
ძალიან დიდი დისტანცირება ევროკავშირის ინსტიტუტების მიდგომებსა და გადაწყვეტილებებს შორის არ ხდება. ეს ნონსენსია, მათ შორის ხდება კოორდინაციის მექანიზმი განსაზღვრული ევროკავშირის ხელშეკრულებებით. ყველა გადაწყვეტილება ევროკავშირში, თუ გნებავთ, ლისაბონის შეთანხმებით, გადის ძალიან დიდ რუტინას ყველა ინსტიტუტში, ანუ, არაფერს არ იღებს ევროკავშირის საბჭო ან ევროპული საბჭო ისეთს, რომელმაც არ გაიარა პარლამენტში პროცედურები.
დღეისთვის ასეთი ვითარებაა, ევროკომისიასაც კი შეუძლია, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე, თუ დგება ის პირობები, რომლებიც განიხილება, როგორც კრიტერიუმი იმისათვის, რომ შეაჩერონ. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის უვიზო რეჟიმისგან გამოწვეული საფრთხეებისგან სწრაფი დაცვა. ევროკომისიას განსაკუთრებულ პირობებში შეუძლია უცებ იმოქმედოს და შეაჩეროს 9 თვით, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეიძლება ასევე, თუ ვიზალიბერალიზაციის ძირითად ნიშნულებში შეინიშნება სწრაფი რეგრესი”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
თაგები:
კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი – ანაკლიის ოკუპირება იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ დაიწყო სამხედრო მოქმედებები უკრაინაში და განსაკუთრებით შავ ზღვაში

კახა გოგოლაშვილი – ამერიკიდან სანქციების მოხსნაზე მხოლოდ “ოცნების” სწორი ნაბიჯები იმოქმედებს, ეს ნაბიჯები კი იქნება ხელახალ არჩევნებზე თანხმობა

“პარტიის დაშლის კიდევ ერთი ფაქტორი ბოკერიას კრახი გახდა, რის გამოც მის დამფინანსებელს ახალი პროექტი დასჭირდა, ამ პროექტს შეიძლება ახალი კოალიციის სახე მიეღო, სადაც შევიდოდნენ: ჯაფარა, ლიაკა და ნიკა მელია”