
ავტორი
Front News საქართველო
ასეთი საეჭვო გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს მიერ უკვე არგუმენტია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტისათვის, რომ პროცესი შეაჩერონ, – ამის შესახებ Front News-ს “ევროპული კვლევების ცენტრის” დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა “მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის კაბდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად საქართველოს ისედაც არ ჰქონდა მყარი პოზიცია.
“ოპოზიციური არხის მენეჯერის დაკავება ხდება იმ დროს, როდესაც პრემიერი ბრიუსელში უნდა წავიდეს, სადაც მან უნდა ისაუბროს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების პერსპექტივაზე. ან საერთოდ არ ფიქრობენ ამაზე, ან განზრახ იქცევიან ასე, რომ ეს სტატუსი არ მოგვენიჭოს. ისედაც ევროკავშირში პრეტენზია ჰქონდათ ჩვენთან, რომ სასამართლო სისტემა არ არის მიუკერძოებელი, რომ პოლიტიკური გავლენებია. ასეთი საეჭვო გადაწყვეტილების გამოტანა სასამართლოს მიერ უკვე უბრალოდ არგუმენტია წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტისათვის, რომ ეს პროცესი შეაჩერონ. ეს რა თქმა, აღიქმება როგორც ოპოზიციურ მედიაზე ზეწოლა. ჩვენ ისედაც არ გვქონდა მყარი პოზიციები, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რომც დაგვიჭირონ მხარი, ევროპარლამენტი დაგვბლოკავს. ძალიან დიდი შანსია უკრაინას და მოლდოვას მიანიჭონ ეს სტატუსი, საქართველო კი ჯერჯერობით გვერდზე დატოვონ“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება „ასოცირებულ ტრიოს“, გოგოლაშვილის თქმით, ეს ტრიო ოფიციალურად არავის გამოუცხადებია, ამდენად არც ამ ტრიოდან „ჩახსნას“ ჭირდება რაიმე პროცედურა.
მისი თქმით, ყველა ქვეყანას ინდივიდუალურად მიუდგებიან და გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება.
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა და ევროკავშირის კითხვარიც შეავსო. გადაწყვეტილება ევროკავშირმა ივნისის ბოლოს უნდა მიიღოს.
თაგები:
კახა გოგოლაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს