
ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის მხრიდან არის გაცხადებული, რომ მათ არ უნდათ ურთიერთობა და მათ პოლიტიკური ურთიერთობა პრაქტიკულად არ აქვთ ამ ხელისუფლებასთან და ე.წ. მთავრობასთან, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიწვევით, ფორუმის ორგანიზატორები თავიანთ თავზე უხერხულობას ვერ აიღებენ.
“მიუნხენს რაც შეეხება, გერმანიის მთავრობას აუცილებლად შეეკითხებიან, ვისი მოწვევა შეიძლება და ვისი – არა, რადგან მასპინძელი ქვეყანაა.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ გერმანიის მხრიდან არის ძალიან ცხადად ნაჩვენები და გაცხადებული ის, რომ მათ არ უნდათ ურთიერთობა და მათ პოლიტიკური ურთიერთობა პრაქტიკულად არ აქვთ ამ ხელისუფლებასთან და ე.წ. მთავრობასთან.
ასეც, რომ არ ყოფილიყო, იმდენად მაღალი დონის კონფერენციაა, რომ თავად ორგანიზატორები ვერ აიღებენ თავიანთ თავზე ამ უხერხულობის გამო პასუხისმგებლობას”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
თაგები:
კახა გოგოლაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს