Logo

კახა გოგოლაშვილი - ყველაზე მეტად საჭიროა ახლავე გამოცხადება მონაწილეობენ თუ არა არჩევნებში

პოლიტიკა
4 საათის წინ / 16:53
150
Frontnews image description

ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი ადრე კი არა, დაგვიანებულიცაა. ყველაზე მეტად საჭიროა ახლავე გამოცხადება  მონაწილეობენ თუ არა არჩევნებში, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ძალების კარგად შემოკრება და შემდეგ ბრძოლა.

"ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი ადრე კი არა, დაგვიანებულიცაა იმიტომ, რომ როდესაც საუბრობენ, მიიღებენ თუ არა პარტიები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, არ შეიძლება ისინი ამაზე საუბრობდნენ, როგორც რაღაც შესაძლებლობაზე, რომელიც ან უნდა გამოიყენონ, ან არა. შესაძლებლობა უნდა შეიქმნას, ამაშია საქმე. ადგილობრივ არჩევნებში იმ პირობით მონაწილეობა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა, უბრალოდ წინასწარაა განწირული წაგებისთვის. ყველაზე მეტად საჭიროა ახლავე გამოცხადება - მონაწილეობენ თუ არა არჩევნებში, საჭიროა ძალების კარგად შემოკრება და შემდეგ ბრძოლა და ამ პროტესტის მუხტის იქითკენ მიმართვა, რომ საარჩევნო ყუთებთან ხალხი მივიდეს ახალ ვითარებაში.

მე ხაზს გავუსვამ ერთ რამეს - ეს პროცესი არის იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს და რომ ამაში მონაწილეობდეს ოპოზიციური ძალები, იბრძოლონ იმისათვის, რომ "ოცნებას" წაართვან ძალაუფლების რაღაც ნაწილი მაინც", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

Advertisement