
ავტორი
Front News საქართველო
შეუძლებელია, რომ ბიზნესს ჰქონდეს რაღაც რეალისტური, ან დადებითი მოლოდინები მაშინ, როცა ქვეყანაში კანონი აღარ კანონობს და პრაქტიკულად, ინსტიტუტები არის მოშლილი, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვერცერთი სპეციალისტი სხვა რეკომენდაციას ვერ გასცემს, გარდა ახალი არჩევნების ჩატარებისა.
“შეუძლებელია, რომ ბიზნესს ჰქონდეს რაღაც რეალისტური მოლოდინები, ან დადებითი მოლოდინები მაშინ, როცა ქვეყანაში კანონი აღარ კანონობს და პრაქტიკულად, ინსტიტუტები არის მოშლილი.
მართვის სადავეები იკარგება, როდესაც არის პოლიტიკური და საზოგადოებრივი არასტაბილურობა ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად, ვერცერთი ეკონომისტი და პოლიტიკური მეცნიერების ვერცერთი სპეციალისტი ვერ მისცემს სხვა რეკომენდაციას ქვეყანას ასეთ ვითარებაში, გარდა იმისა, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს წევრები ეკონომიკის განვითარებასა და შუა დერეფნის პერსპექტივებზე მსჯელობენ.
თაგები:
კახა გოგოლაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს