
ავტორი
Front News საქართველო
შეზღუდვა უწესდება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და არა თავად პასპორტებს, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა დიპლომატიური პასპორტის მქონე პირების შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის შეზღუდვები არა თუ დასჯა, არამედ გამაფრთხილებელი სიგნალია.
“შეზღუდვა უწესდება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და არა თავად პასპორტებს. პასპორტი და მისი ფერი, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია. ასეთ შემთხვევაში მათ აბსოლუტურად არ ექნებათ სხვა შესაძლებლობა, თუ არა ვიზის აღება.
წითელი პასპორტით რომ მიადგნენ რომელიმე ქვეყნის საზღვარს, მათ იმ წუთში მოძებნიან და ნახავენ, რომ მათ შეზღუდვა აქვთ დაწესებული, როგორც დიპლომატიური პასპორტის მფლობელს. არსებობს უკვე კონკრეტული ადამიანების სია და გადაცემული აქვთ მათ, ვინც არ უნდა შეუშვან.
ეს არ არის უბრალოდ ვინმეს დასჯა, ეს არის ძლიერი სიგნალი. ამით მოსახლეობას აჩვენებენ, რომ თქვენს ხელისუფლებას მიჰყავხართ არასწორი მიმართულებით”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
თაგები:
კახა გოგოლაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს