Logo

კახა გოგოლაშვილი - ზელენსკიმ გამოიყენა სვლა, რომ ეჩვენებინა ყველასთვის, ის ბევრად უფრო მზადაა და მას მეტი კეთილი ნება გააჩნია ომის შესაწყვეტად 

პოლიტიკა
560
Frontnews image description

ზელენსკიმ გამოიყენა ის სვლა, რომ ეჩვენებინა ყველასთვის, ის ბევრად უფრო მზადაა და მას მეტი კეთილი ნება გააჩნია ამ ომის შესაწყვეტად და მოლაპარაკებების დასაწყებად, ვიდრე პუტინს, - ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უმაღლესი დონის შეხვედრამდე საჭიროა სხვადასხვა საკითხებზე შეთანხმება.

"ალბათ, არც თავად ზელენსკი მოელოდა, რომ პუტინი ჩავიდოდა სტამბოლში მასთან შესახვედრად. მან გამოიყენა ის სვლა, რომ ეჩვენებინა ყველასთვის - ის ბევრად უფრო მზადაა და მას მეტი კეთილი ნება გააჩნია ამ ომის შესაწყვეტად და მოლაპარაკებების დასაწყებად, ვიდრე პუტინს და თუ ვინმე აფერხებს სამშვიდობო პროცესს, ესაა პუტინი და მისი მხარე. ამიტომ, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებები ამ დონეზე ჯერ არ გაიმართება. 

რუსეთის განცხადებებში ტონალობები ისმოდა, რომ ეს ასე არ ხდება უმაღლეს დონეზე შეხვედრების მომზადება. 
გულისხმობდნენ, რომ ჯერ უნდა მოითელოს უფრო დაბალ დონეზე. ეს ასეა მართლაც. არასდროს არ იწყება მოლაპარაკებები მაღალი დონიდან, უმაღლესი დონიდან, მით უმეტეს. ის ყოველთვის იწყება უფრო ტექნიკური დონიდან და შემდეგ, როდესაც შემზადდება ნიადაგი და შეთანხმდება რაღაც საკითხები, მერე ხდება უმაღლეს დონეზე ამის გადაწყვეტა, რასაც თავისი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ინსტიტუციური ან ტექნიკური", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

Advertisement