Logo

კახა გულედანი - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მუნიციპალიტეტებმა დაიწყეს გრძელვადიან გეგმებზე მუშაობა

პოლიტიკა
78
Frontnews image description

მუნიციპალიტეტის ყველა საჭიროებას ვერ დაფარავს ადგილობრივი რესურსები, სწორედ ამიტომ უახლოეს მომავალში გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები დარგობრივ სამინისტროებში გადაიგზავნება თვითმმართველობის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა გულედანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მუნიციპალიტეტებმა დაიწყეს გრძელვადიან გეგმებზე მუშაობა, რომელშიც თავიდან ბოლომდე ჩართულია რეგიონული განვითარების სამინისტრო.

"ჩვენ ვახდენთ პროცესების ფასილიტაციას. ამ ეტაპზე უკვე თითოეულ მუნიციპალიტეტში შემუშავებულია გრძელვადიანი გეგმა განვითარების, თუმცა ყველა იმ საჭიროებას, რომელიც მუნიციპალიტეტშია ვერ დაფარავს ადგილობრივი რესურსები, სწორედ ამიტომ უახლოეს მომავალში გადაიგზავნება გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები დარგობრივ სამინისტროებთან. მოხდება შეჯერება და სინქრონიზება თვითმმართველობის გეგმების და დარგობრივი სამინისტროების გეგმების, შემდეგ უკვე გადაინაცვლებს პროცესი ისევ მუნიციპალიტეტში. მოხდება გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების მოსახლეობასთან საჯარო განხილვები და ბოლოს საკრებულოზე დამტკიცება. ვფიქრობ, რომ შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული“, - განაცხადა კახა გულედანმა.
 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები