
ავტორი
Front News საქართველო
სიმართლე გითხრათ, ცოტა რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება განხორციელდეს დეპოლარიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სურვილის საფუძველზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა გადაცემაში “იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ისეთი ხალხია აღშფოთებული და უკუსვლაზე საუბრობს, თითქოს მათ პერიოდში რომელიმე კრიტერიუმით ჩვენ წინ იყო ქვეყანა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ეს კრიტერიუმი გაუარესდა.
“ხელისუფლება ნამდვილად არ არის პოლარიზაციის მომხრე. თუ გუშინდელ სხდომას გავიხსენებთ, ფაქტია, რომ ეს გამოძახილი იყო იმისთვის, რომ მერე აქეთა მხრიდან ყოფილიყო კონტრშეტევა და შემდგომში ეს ტირაჟირებულად გაეგზავნათ სხვადასხვა ინსტანციასა და ლობისტებთან. რომ ყოფილიყო საუბარი – შეხედეთ, რა ტონალობით საუბრობს დღესაც საქართველოს ხელისუფლება. თუნდაც მათი მოწოდებები, რაზეც ვსაუბრობდით და არც მალავენ, რომ გადატრიალებისთვის, თუ რისთვისაც ემზადებიან, ეს რომ არ არის დეპოლარიზაციის წამალი, მგონი ყველას კარგად გვესმის. მეტიც, ისეთი ხალხია აღშფოთებული და უკუსვლაზე საუბრობს, თითქოს მათ პერიოდში რომელიმე კრიტერიუმით ჩვენ წინ ვიყავით და ჩვენი ხელისუფლების დროს ეს კრიტერიუმი გაუარესდა“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
თაგები:
კახა კახიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს