
ავტორი
Front News საქართველო
ისტორიული დღეა – ცალსახად დადასტურდა ევროკავშირის მზაობა ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა გადაცემა “იმედი LIVE“-ში განაცხადა.
“მოსალოდნელი იყო, რომ ის ავანსი, რაც გაცემული იყო უკრაინისა და მოლდოვის მიმართ, ეს იყო დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ იმ უბედურებასთან, სადაც პირველ შემთხვევაში უკრაინაა ჩართული და მეორე მხრივ შესაძლებელია მოლდოვეთიც იყოს. მაკრონმა თავად განაცხადა, რომ ეს იყო ვალი იმის ნაცვლად, რომ ვერ მისცეს ნატო-ს წევრობა და ვალდებულები ვიყავით ეს ჟესტი გამოგვეცხადებინაო.
საქართველოსთან მიმართებაში ცოტა რთული სიტუაციაა. ჩვენ აქეთ რეგიონში ვართ და ჩვენს გარშემო არც რუმინეთი, პოლონეთი და არც ლიტვა და ლატვიაა. ჩვენს რეგიონში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ არსებობს. ფაქტია, რომ ჩვენ რომ ვყოფილიყავით იქ ტერიტორიულად, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრე მივიღებდით ამ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
თაგები:
კახა კახიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს