კახა კალაძე - 26 მაისს სალომე ზურაბიშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ დაანონსებულ ბინძურ პროვოკაციებს სახელმწიფო თავიდან აირიდებს


ავტორი
Front News საქართველო
26 მაისს სალომე ზურაბიშვილისა და გედევან ფოფხაძის მიერ დაანონსებულ ბინძურ პროვოკაციებს სახელმწიფო თავიდან აირიდებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გედევან ფოფხაძის განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 26 მაისი არის ყველას დღე და არავის მიეცემა საშუალება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს.
"ცხადია მათ პროვოკაციების მცდელობა ექნებათ. ჩვენ ვხედავთ ეს დაჯგუფება, როგორ მარგინალირებულია. ამ ქვეყანაში რადიკალიზმი, აგენტურა და გარედან დაფინანსებული ადამიანები ვერასდროს გაიმარჯვებენ. მათი მიზანი გარედან წამოსული ინტერესების გატარებაა. ასეთი ხალხი კი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.
რაც შეეხება 26 მაისს, ეს არის ყველას დღე და არავის აქვს უფლება, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი ბინძური პროვოკაციები თავიდან იქნეს არიდებული, რაც დააანონსა სალომე ზურაბიშვილმა და გედევან ფოფხაძემ“, - განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა