კახა კალაძე - 30 წელია, ნატოში გაწევრიანებას ვითხოვთ, სულ არის ზოგადი განმარტებები, არაფერი კონკრეტული

ავტორი
Front News საქართველო
30 წელია, ნატოში გაწევრიანებას ვითხოვთ, ამასთან დაკავშირებით სულ არის ზოგადი განმარტებები, არაფერი კონკრეტული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ხშირად სპეკულირებენ საქართველოს მსგავსი ქვეყნებით, ამ პროცესში კი განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
"30 წელია, ნატოში გაწევრიანებას ვითხოვთ. ამასთან დაკავშირებით, არათუ არაფერი კეთდება, ნაბიჯიც კი არ იდგმება. სულ არის ზოგადი განმარტებები, არაფერი კონკრეტული. გავიხსენოთ უკრაინის მაგალითიც, ეუბნებოდნენ დღეს ან ხვალ გაწევრიანდებოდნენ. ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ცდილობენ თავისი ინტერესები გაატარონ, რის ხარჯზეც ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შევწიროთ. როგორც ეს მოხდა 2008 წელს, თუნდაც, რაც უკრაინაში მოხდა. დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ვიღაცამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავისოდ არ გამოიყენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


