
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას ბრალდებების პასუხად მტკიცებულებების წარმოდგენა მოვთხოვეთ და მათგან კი სიჩუმე მივიღეთ, – ამის შესახებ “იმედის კვირას“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
“ადამიანმა, რომელიც ვიღაცის პრორუსულობაზე საუბრობს და ცრუ ბრალდებებს წარმოადგენს, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა შეხედოს, ვინ არის. ჯერ საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს საქართველოდან რუსეთი იარაღს იღებდა. აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს განცხადება. ჩვენც გავაკეთეთ განცხადება, რომ წარმოედგინათ მტკიცებულება, რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულებები. პასუხად მივიღეთ სიჩუმე.
როგორ შეიძლება, როდესაც მეგობარი ქვეყანა ხარ შენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ასეთი უსამართლო და უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს