კახა კალაძე - ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის მოყვანა


ავტორი
Front News საქართველო
ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
"ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ებრძვიან არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა. რეალურად რა ხდება - საქართველო აგრძელებს განვითარებას, წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ არის ხელის შემშლელი მომენტები, კონკრეტულად, განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილსა და შანტაჟზეა დაფუძნებული. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეზე, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა კამპანია, მიეღო მონაწილეობა; ჩვენ გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, არავის აქვს უფლება, ხელი ასწიოს პოლიციელზე, ვინც არ უნდა იყოს - სტატუსი დანაშაულს ვერ აღუდგება ფარად. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ ბიზნესმენი, კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს