კახა კალაძე - აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ

ავტორი
Front News საქართველო
აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
"მათი [ევროკავშირის წარმომადგენელი პოლიტიკოსების] განცხადებები, რაც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზეა დაფუძნებული, ნამდვილად არ უწყობს ხელს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. წლების წინ, სანამ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, უცხოელი რომ გააკეთებდა განცხადებას, თემა დამთავრებული იყო. უცხოეთიდან ასე თქვესო. მოცემულობად უნდა მიგვეღო -100 პროცენტით სწორიაო.
აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა“, - განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე




