
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესს, აქციაზე „შინ ევროპისკენ“ წარმოდგენილი ადამიანების რაოდენობაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
“პირდაპირ ვიტყვი, აღნიშნული აქცია არ ასახავს რეალობას. ევროპასა და ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია. 2012 წლიდან ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადავდგით. თუმცა, სამუშაო ბევრია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუნდაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებული დათქმები შესრულდეს. ამისთვის ხელისუფლება მზად არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს