კახა კალაძე - აკაცუკებმა უნდა გაიგონ ერთი რამ, ყველაზე მთავარია, გაღიაროს ქართველმა ხალხმა

ავტორი
Front News საქართველო
გარედან თითის დაქნევით საუბარი მიუღებელია, ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ საქართველო დავაზიანოთ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კონკრეტულ მედიასაშუალებას კითხვაზე, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე.
კახა კალაძის განმარტებით, მმართველი პარტიისთვის უპირველესი ქართველი ხალხის აღიარების მოპოვებაა.
"აკაცუკებმა უნდა გაიგონ ერთი რამ, ყველაზე მთავარია, გაღიაროს ქართველმა ხალხმა. ამ ქვეყნის პატრონი და მთავრობა არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. აღარ არის ის დრო, ვიღაცები გარედან რომ მართავდნენ ჩვენს ქვეყანას. საქართველოს მართავს პატრიოტი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“. გლობალური ომის პარტია არამხოლოდ საქართველოს მტერია, ზოგადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდ ძალას წარმოადგენს. პრეზიდენტ ტრამპის დაპირებაც გაიხსენეთ - გლობალური ომის პარტიის დამარცხება. შესაბამისად, დაველოდოთ ამ პროცესების დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


