
ავტორი
Front News საქართველო
ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალების წარმომადგენლების პროტესტი მარცხისთვისაა განწირული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტს, კახა კალაძე პასუხობს, რომ არ უნახავს, თუმცა, ეს იქნებოდა ისეთივე არაფრისმომცემი შოუ, როგორიც ბოლო დღეების განმავლობაში იმართება ხოლმე.
“სიმართლე გითხრათ, არ მინახავს. ალბათ, ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ – უნიჭო, არაფრისმომცემი. როდესაც რაღაცას აპროტესტებ, ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს. რასაც ამდენი ხანი ვუყურებთ, ჩვეულებრივი ფარისევლობაა.
გახსოვთ, როგორ დაიწყო ყველაფერი – თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროინტეგრაციის პროცესზე. წარმოგიდგენიათ? ამას მოჰყვა გულანთებული ქართველების პროტესტი. რეალურად, თავად ევროპა არჩევნების წინ გვეუბნებოდა, რომ მოლაპარაკებების თემა დახურულია, საქართველომ თურმე ევროპულ კურსს, დემოკრატიულ გზას გადაუხვია. ჩვენ ვუსვამთ კითხვას „რატომ“ და გვაჩვენეთ ერთი კონკრეტული ქმედება-თქო, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ბუნებაში არ არსებობს. ეს არის ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალების წარმომადგენლების პროტესტი, რაც მარცხისთვისაა განწირული“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს