
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მთელი რიგი არასწორი საკითხები იწერება.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს მას გაკეთებული სამშობლოსთვის და ხალხისთვის.
“პირველი შემთხვევა არაა, როცა ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ რეზოლუციაში იწერება მთელი რიგი არასწორი საკითხები და პირდაპირ შეიძლება, ითქვას, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს, არც შინაარსიდან გამომდინარე, რადგან საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, ხალხისთვის. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს არ დაუწყია გუშინ და გუშინწინ. შესაბამისად, ნამდვილად არ ვეთანხმები ამ ყველაფერს, რაც მოცემულია რეზოლუციაში“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს