
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალურმა მოძრაობამ” საკრებულოში თბილისის ვიცე მერი და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი დაიბარა, თუმცა წარმომადგენლობით ორგანოში არც ერთი არ მივიდა.
ოპოზიციონერ დეპუტატებს ძირითადი კითხვები ქალაქში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით აქვთ, ისინი მერიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ.
თბილისის მერი კი აცხადებს, რომ ეს არის ტყუილი და უკანონოდ არცერთი პროექტი არ ხორციელდება.
“ამას გადავწყვეტ მე, ხმალაძე მივა იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა. ეს ტყუილია, ძალიან დიდი სიცრუე და ძალიან ბევრჯერ მოხვდათ მათ ამ ტყუილისთვის ცხვირ-პირში სიმართლე. შესაბამისად თქვენ ვერ ვნახავთ ვერც ერთ პროექტს, რომელიც უკანონოდ ხორციელდება, რომელსაც არ მოჰყოლია შესაბამისი რეაგირება მუნიციპალიტეტის მხრიდან. მე ვარ ის მერი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და უკანონო მშენებლობა გაიყვანა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული”, – აცხადებს კახა კალაძე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს