
ავტორი
Front News საქართველო
ეს არ არის ოპოზიციის მესიჯი, ეს არის გარედან წამოსული დავალება. კერძოდ ის, რომ ახლა უკვე FARA უნდა შეიფუთოს რუსულ კანონად. რა თქმა უნდა, ეს გარედან წამოსული მესიჯია და ამის მცდელობა ექნებათ, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, ოპოზიციის ეს მცდელობა უშედეგო იქნება.
“ცხადია, ეს არ გამოუვათ, იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, ვთქვით, რომ გავაკეთებთ იმ კანონის კოპირებას, რომელიც წლებია აშშ-ში მოქმედებს. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება, ეს აბსოლუტურად არაგამჭვირვალედ ხორციელდებოდა. ქვეყნის გადატრიალების მცდელობა ფინანსდებოდა გარედან, პოლარიზაცია ფინანსდებოდა და ფინანსდება გარედან, საზოგადოების დაპირისპირებაც ფინანსდებოდა გარედან. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ და საზოგადოებას ყველაფერზე უნდა ჰქონდეს პასუხი, ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს