Logo

კახა კალაძე – ანალიზები ჩავიტარე და სუფთა ვარ ყველანაირად

პოლიტიკა
822
Frontnews image description

თბილისის მერმა ნარკოტესტი ჩააბარა. სამხარაულის ეროვნული ბიუროს დატოვების შემდეგ კახა კალაძემ ოპონენტებსაც მოუწოდა, საზოგადოებას შედეგები წარუდგინონ.

 

“ანალიზები ჩავიტარე და სუფთა ვარ ყველანაირად. შესაბამისად, სუფთა არჩევნები და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა ჩემს ოპონენტს გააკეთოს ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები. 

 

მინდა მივმართო ასევე სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ აქვთ უფლება ეს შედეგები გაასაჯაროვონ და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

Advertisement