კახა კალაძე - არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და კანდიდატებზე ვისაუბრო, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს


ავტორი
Front News საქართველო
"არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და კანდიდატებზე ვისაუბრო, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს და ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს დედაქალაქში“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის სავარაუდო საერთო კანდიდატთან დაკავშირებით.
"არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და მათ კანდიდატებზე ვისაუბრო. არ მაქვს ამის ინტერესი. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს, ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს დედაქალაქში. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სერიოზული გამოწვევები, არსებობს პრობლემები, რომელთაც მოგვარება სჭირდება. თბილისი არის ძალიან ძველი ქალაქი, ძველი ინფრასტრუქტურით, კომუნიკაციებით და ეს ყველაფერი საჭიროებს მიხედვას, მოწესრიგება.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ის გუნდია, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა, ღირსეულად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც თბილისთან არის კავშირში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს