კახა კალაძე – არ ვიცი საერთოდ პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში


ავტორი
Front News საქართველო
გახარიასა და ხაზარაძეს ერთმანეთი არ მოსწონთ, თუმცა, დაავალეს გაერთიანება, რომ საარჩევნო ბარიერი როგორმე ერთად გადალახონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი თემის კომენტირებისას ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შესაძლო გაერთიანების საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებში რატომ არის ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
“არ ვიცი საერთოდ პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში. თუმცა, ყველაფერი ძალიან მარტივია და საზოგადოებისთვისაც ცხადია. ეს ყველაფერი მოდის გარედან, ხდება გარე დირექტივების შესრულება. უბრალოდ ამაში ჩართულია სალომე ზურაბიშვილი და ის კონკრეტული ორი პოლიტიკური პარტია. მათ, რა თქმა უნდა, ერთმანეთი არ უყვართ, არც მოსწონთ. რეალურად ერთმანეთს მსოფლმხედველობითაც აცდენილები არიან – ერთი „თვალთხარიას“ ეძახდა, მეორე – „თაღლითს“. ვიცით მათი დამოკიდებულება, უბრალოდ ორივე მათგანის პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, დაავალეს გაერთიანება და ასეც იქცევიან. სურვილი აქვთ, რომ ამ გაერთიანებით, როგორმე ბარიერი გადალახონ“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა