Logo

კახა კალაძე – არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ისეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ტალახის სროლით, შეურაცხყოფით

პოლიტიკა
457
Frontnews image description

თბილისის მერი კახა კალაძე საერთო დებატებთან დაკავშირებით ოთხი ტელევიზიის შეთავაზებას არ იღებს. 

 

“არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან მე არასდროს თქვენთვის მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც თქვენ აკეთებთ ჩემ წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე გადავიდნენ”, – აცხადებს კალაძე.

 

მისივე თქმით, მზადაა ყველა კანდიდატთან ერთობლივ დებატებში მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

 

ოთხი ტელეკომპანია – “ფორმულა”, “მთავარი არხი”, “ტვ პირველი” და “კავკასია” საჯაროდ იწვევენ დებატებში თბილისის მერობის სამ კანდიდატს, რომლებიც ბოლო კვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ – კახა კალაძეს, ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას.

 

სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები გაიმართება ოთხივე არხის ერთიან ეთერში, 28 სექტემბერს, სამშაბათს, 22:00 საათზე.

Advertisement