კახა კალაძე – არანაირი დებატები არ გამართულა ევროპარლამენტში, ორი კაციც არ ესწრებოდა, აბსოლუტურად ცარიელი იყო დარბაზი


ავტორი
Front News საქართველო
“ის არის თვითდაზიანების რეჟიმში. ადამიანი თუ მიიღებს საკვებს, შეჭამს საჭმელს, არანაირი პრობლემა არ ექნება“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე შეკითხვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხებოდა.
მისი თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებები არ ასახავს სინამდვილეს და მიმართულია პოლარიზაციისკენ.
“არანაირი დებატები არ გამართულა ევროპარლამენტში. ორი კაციც არ ესწრებოდა, აბსოლუტურად ცარიელი იყო დარბაზი. გამოდიოდნენ ის ადამიანები, ვის განცხადებებსაც ვისმენთ ბოლო დროის განმავლობაში, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ პოლარიზაციისკენ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხელისუფლება, პენიტენციური დაწესებულება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული. სააკაშვილი გამონაკლისია, რომელიც არის თვითდაზიანებისრეჟიმშია. ადამიანი თუ მიიღებს საკვებს, არანაირი პრობლემა არ ექნება. ის არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში ხელს უწყობს მისი გარემოცვა, ოჯახის, პარტიის წევრები და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტში დებატები დაცლილი იყო ევროპისგან, ამ პოლიტიკოსებს ევროპულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ

კახა კალაძე – არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გაფუჭდეს

კახა კალაძე – როცა გასვლით შეხვედრაზე ძალიან მეგობრულად მიგიღეს, კარგი დახვედრა მოგიწყვეს, რას ერჩოდი ამ ხალხს? არ იყო სწორი ქმედება