კახა კალაძე – არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს


ავტორი
Front News საქართველო
არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე, დემონტაჟის პროცესი დაიწყო.
“სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. იქ მცხოვრები მოქალაქეების თქმით, მათ წასასვლელი არსად აქვთ და ამ დროისთვის 7 ოჯახი ღია ცის ქვეშაა დარჩენილი.


კახა კალაძე – არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მასშტაბით უკანონო მშენებლობა განახორციელონ და მიწები დაიტაცონ

კახა კალაძე – სახელმწიფო ძალიან ძლიერია თავისი ინსტიტუციებით და არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ “ნაცმაიდანი“ მოეწყოს საქართველოში

კახა კალაძე – არავის მივცემთ შესაძლებლობას, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ, შემდეგ გამოდიან და სპეკულირებენ სოციალურად დაუცველის სტატუსით