
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მთავარი საზრუნავი, გაერთიანების შემთხვევაშიც კი, საარჩევნო ბარიერის გადალახვა იქნება.
ამის შესახებ მან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ „ლელო საქართველოსთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
“არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე – “თვალთხარიას“. რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს, რაღაც ლოგიკა არსებობს, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება. ყველა, აღებული ეს ოპოზიციური სპექტრი, გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად იყვნენ წარმოდგენილი, ცალ-ცალკე პარტიებად, მათი მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება, როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ და ზოგიერთებმა ბარიერი გადალახონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს