Logo

კახა კალაძე - არსებობს კონკრეტული კადრები კანონდარღვევების, ყველას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

პოლიტიკა
250
Frontnews image description

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"ერთი რამ ცხადია, ეს ადამიანები არავის აინტერესებს. დღის წესრიგიდან ამოღებულები არიან. არ აინტერესებთ არც მათი ყოველდღიური ქმედებები, რასაც იმ მოძალადეებთან ერთად ყოველდღიურად ახორციელებენ. შესაბამისად, უნდათ, რომ დანაშაულებით თავი შეახსენონ ქვეყნის მოსახლეობას. არსებობს კონკრეტული კადრები კანონდარღვევებისა, ყველას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს დააკავეს. გამოძიება ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, კერძოდ, მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან.

Advertisement