კახა კალაძე - არც ერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე, ყველამ გაიგოს ეს, როგორც ქვეყნის შიგნით, აგენტურამ, ისე ქვეყნის გარეთ


ავტორი
Front News საქართველო
პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის აკეთებდა მოწოდებებს სახელმწიფო დამხობასთან დაკავშირებით, ცხადია, ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო, საზოგადოებისთვის რომ მიეჩვიათ აღნიშნულ თემაზე საუბარი, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიასთან ლევან ხაბეიშვილის დაკავებას.
მისივე განმარტებით, ყველა მსგავს ფაქტს კანონის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
“დამხობა, გადატრიალება, ვიღაცის დაწვა, ეს ყველაფერი კანონით ისჯება. თუ ვინმეს, ჰგონია, რომ ამ ტიპის ფაქტებს რეაგირება არ მოჰყვება, ძალიან ცდებიან. ბევრ რამეზე გვაქვს ინფორმაცია, გვაქვს კონკრეტული ფაქტები. დაველოდოთ, არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე. ეს ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, აგენტურამ, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც არ ისვენებენ და ცდილობენ საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებში არსებული კანონდარღვევის დანახვა მარტივია და არ სჭირდება იურიდიული განათლება.
“რაც შეეხება მის სავარაუდო დანაშაულს, აშკარა და ნათელია ყველაფერი - პირდაპირ ეთერში მოუწოდებდა დანაშაულისკენ. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. პოლიტიკური განცხადება არაფერ შუაშია, პირდაპირ ქრთამი შესთავაზა პოლიციელებს, თუ ისინი უკანონობას ჩაიდენდნენ. არქივში გექნებათ, მოუსმინეთ პირდაპირ ეთერში მის გამოსვლებს. ინგა გრიგოლიამ, ჟურნალისტმა და არა იურისტმა, უთხრა, დაგიჭერენო, ისიც მიხვდა, რომ დანაშაულს ჩადიოდა”, - განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს