კახა კალაძე – ასეთ ადამიანებს, როგორიც არის ქალბატონი ვიოლა, ნამდვილად არანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს განვითარების, წინსვლის

ავტორი
Front News საქართველო
“ეს არის სახელმწიფოს უპატივცემულობა, ქართველი ხალხის უპატივცემულობა, რაც მათ განცხადებებსა და ქმედებებში არაერთხელ დადასტურებულა“ – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ევროპარლამენტის მხრიდან დეპოლარიზაციისკენ მოწოდებების ფონზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ქართულ ოპოზიციასთან ერთად გამოჩენას ეხებოდა.
თბილისის მერის თქმით, კრამონისა და სხვა კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებები პოლარიზაციის არათუ შემცირებას, პირიქით, გაღრმავებას უწყობს ხელს და გამოხატავს მათ გარკვეულ პოლიტიკურ დღის წესრიგს.
“იმ 12-პუნქტიან გეგმაში პირველი, რაც წერია, არის დეპოლარიზაცია. ერთი მხრივ, მოგვიწოდებენ დეპოლარიზაციისკენ, მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ე.წ. ჩვენი ქვეყნის მეგობრები, პირიქით, ხელს უწყობენ პოლარიზაციას, ხელს უწყობენ მარგინალური რადიკალური დაჯგუფებების დაფინანსებას პირდაპირ და მათი ეს განცხადებები, რბილად რომ შევაფასოთ, არის ძალიან დიდი უპატივცემულობა.
მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს არსებულ ვითარებას, არსებულ რეალობას, ვინ არის მართლა ამ ქვეყნის მეგობარი, ვის აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მოხდეს ევროინტეგრაცია. ასეთ ადამიანებს, როგორიც არის ქალბატონი ვიოლა, ნამდვილადარანაირი სურვილი არ აქვთ საქართველოს განვითარების, წინსვლის და საქართველოს ევროინტეგრაციის. ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი კონკრეტული ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე




