კახა კალაძე – ასეთი ბოროტი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშენებლობას, პროექტები განხორციელდება მომავალშიც


ავტორი
Front News საქართველო
“ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სისულელეები, ასე რომ ვთქვათ. არანაირი ლოგიკა, არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტები“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს ლაგუნას მიმდებარედ დაგეგმილ ცათამბჯენებზე და პროექტთან რუსი ბიზნესმენების, ასევე მარიკა ვერულაშვილის კავშირზე.
მისი განცხადებით, პოლიტიკური სპეკულაციები ქალაქის განვითარებას და შესაბამისი პროექტების განხორციელებას ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის.
“ამას აქვს თავისი მიზეზი, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები მსგავსი პროექტების განხორციელებას, ზოგადად, ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას. მინდა გავიხსენო წლები, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა სლოგანი „გაჩერებული თუ შეჩერებული თბილისი“ თუ რაღაც მსგავსი. დღეს, როდესაც თბილისში არის მშენებლობის ბუმი და ხდება ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, გიჟდებიან, არ იციან, რა ქნათ, რადგან ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს მშენებლობას, საქმდება უამრავი ადამიანი, ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს სხვადასხვა მიმართულებით. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ასეთი ბოროტი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშენებლობას, პროექტები განხორციელდება მომავალშიც. უბრალოდ, სასაცილოა, რომ მარიკა ვერულაშვილს აკავშირებენ ჩვენთან ისინი, ვისი პარტიის წევრიც იყო წლების განმავლობაში და მათ პოლიტიკას ატარებდა“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა