
ავტორი
Front News საქართველო
ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან სემეკის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს მსგავსი შემთხვევა, მთავარი დროული რეაგირებაა.
"გავიხსენებ, როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მთელ საქართველოს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რაც უკავშირდებოდა „იმერეთის“ 500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზს. ამ ტიპის შემთხვევები ყველგან ხდება, მათ შორის ევროპულ ქალაქებშიც. სამწუხაროა, თუმცა კარგია, რომ დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს