კახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში, წაადგება არამხოლოდ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას


ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანი დღეა – “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო აირჩა და პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა შეირჩა, – ამის შესახებ მედიასთან „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც პარტიის რიგით მე-7 ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არამხოლოდ პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო.
“პარტია “ქართული ოცნების“ რიგით მე-7 ყრილობა გაიმართა, სადაც აირჩა პოლიტსაბჭო და საპატიო თავმჯდომარედ იქნა წარდგენილი ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა, ადამიანის, რომელმაც დააფუძნა აღნიშნული პარტია და გარდამტეხი როლი ითამაშა 2012 წლის ცვლილებებში. ამ დროიდან დღემდე პარტიას არ გადაუხვევია იმ ღირებულებებიდან, რომელიც 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადდა. ვაგრძელებთ ამ გზას – დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში წაადგება არამხოლოდ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს