
ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან სპეკულაციები მიმდინარეობს.
როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან გათავისუფლებასთან და ე.წ. ოფშორებთან დაკავშირებული ინიციატივა პირიქით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მეტი ფული თანხის შემოდინებას და ინვესტირებას.
“რატომ სპეკულირებენ და ასეთი სიბინძურეებით რატომ უნდათ რაღაც შექმნან, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში? ბიძინა ივანიშვილს რა პრობლემა აქვს, რომ საკუთარი თანხები ქვეყანაში შემოიტანოს ან ვინმეს რა პრობლემა აქვს? პირიქით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი თანხის შემოდინებას და შემდეგ ამის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტირებას. ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს