
ავტორი
Front News საქართველო
“მსგავსი ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი გერმანელი ევროპარლამენტარის, მიხაილ გალერის მიერ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
„მსგავსი ტიპის განცხადებაზე ლოიალურები უნდა ვიყოთ? ბატონმა განცხადება გააკეთა და ჩვენ თავი დავუხაროთ? ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა კი, საბედნიეროდ, ასე არ ფიქრობს და უმცირესობაში მყოფებმა აზრი უნდა შეიცვალონ და იამაყონ იმით, რომ ქართველები ვართ, რომ საქართველო მხოლოდ ტერიტორიები კი არა, ჩვენი სამშობლოა. სანამ ამას არ გაითავისებენ, რომ ქვეყანასა და მის განვითარებაზე უნდა იფიქრონ, იქამდე ექნებათ მსგავსი დამოკიდებულება.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს – ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ. ჩვენ არ ვნერვიულობთ. ამ ტიპის განცხადებები, როდესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, სამშობლოს და ამ ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს