
ავტორი
Front News საქართველო
იან კელის განცხადება გაუგებარია იმიტომ, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, მისი პრობლემა იყო ის, მრჩევლის მოადგილის თანამდებობის შესახებ არ იცოდა.
“იან კელის განცხადება გაუგებარია იმიტომ, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, რომ მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებისთვის ან ზოგადად, ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. ასეთი ფაქტი არ არსებობს. გუშინდელი ჩემი განცხადებაც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან – მრჩევლის მოადგილე. ჩემი პრობლემა იყო, რომ არ ვიცოდი. შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან დაკავშირებით თბილისის მერის კომენტარს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.
“საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. ვფიქრობ, კისინჯერიც კი ვერ წარმოიდგენდა ამას”, – წერს იან კელი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკა ოლსონზე დასმული კითხვის პასუხად კალაძემ გუშინ განაცხადა, – “რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?“.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს