კახა კალაძე – ჩემთვის არაფრით განსხვავდება გახარია რიჩარდისგან, ან ანა დოლიძისგან, ან მელია რომელიმესგან, ყველასთან იქნება დებატები


ავტორი
Front News საქართველო
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მზად არის დებატებში მონაწილეობისთვის მერობის ყველა კანდიდატთან.
ამის შესახებ მან ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მზად ვარ დებატებისთვის აბსოლუტურად ყველასთან. ჩემთვის არაფრით განსხვავდება გახარია რიჩარდისგან, ან ანა დოლიძისგან, ან მელია რომელიმესგან. ყველასთან იქნება დებატები. ამისთვის მზად ვარ, რომ შესაბამის პლატფორმაზე გაიმართოს დებატები“, – განაცხადა კალაძემ.
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ კახა კალაძე და ნიკა მელია დებატებში გუშინ გამოიწვია.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს