კახა კალაძე – ჩემთვის ყველაზე დიდი კვლევა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების დამოკიდებულებაა ჩემს მიმართ


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
“ჩემთვის ყველაზე დიდი კვლევა არის თბილისელების, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების დამოკიდებულება ჩემს მიმართ, რასაც მე ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი კვლევა, რასაც ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები”, – განაცხადა კახა კალაძემ.
NDI-ის კვლევის თანახმად, თბილისის მერის საქმიანობას გამოკითხულთა 39% დადებითად აფასებს, 29% – საშუალოდ, 25% – ცუდად, 5%-მა არ იცის, 2%-მა პასუხზე უარი განაცხადა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს