
ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას ეხებოდა.
კახა კალაძის თქმით, ჩინეთთან, როგორც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია.
“ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ვამყარებთ და მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა მიღებული. ზოგადად, ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკაა, უძლიერესი ქვეყანაა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ურთიერთობების გაღრმავებას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენი მხრიდან იქნება გადადგმული ნაბიჯები, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავამყაროთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს