Logo

კახა კალაძე – ჩვენ წინა კვირას მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია, ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა

პოლიტიკა
914
Frontnews image description

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადება გასაკვირი არ ყოფილა.

ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიაში ბევრი ცვლილება იგეგმება.

“ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ, რომ რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები