
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენმა პარტიამ მოახერხა ქვეყანაში არსებული პოლიტსპექტრის კონსოლიდაცია, დემოკრატიული არჩევნებით ქვეყნის ავტოკრატიული ჩიხიდან გამოყვანა და საქართველოს სწორი, ევროპული არჩევანისკენ სავალ გზაზე დაბრუნება, – ამის შესახებ თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პარტიის დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დიდი პასუხისმგებლობაა დასახული მიზნებისკენ სვლა და უდიდესი ვალდებულებაა ქვეყნის წინსვლაში, სწორად განვითარებაში პარტიული კვალის დატოვება.
“10 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის სულისკვეთების მხარდამხარ, საქართველოს საოცნებო მომავლის შენების სურვილით გულანთებულები შევიკრიბეთ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და დავაარსეთ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ჩვენმა პარტიამ მოახერხა ქვეყანაში არსებული მაშინდელი პოლიტსპექტრის კონსოლიდაცია, დემოკრატიული არჩევნებით ქვეყნის ავტოკრატიული ჩიხიდან გამოყვანა და საქართველოს სწორი, ევროპული არჩევანისკენ სავალ გზაზე დაბრუნება!
დიდი გამოწვევაა პარტიისთვის გარე მტრისგან მომავალ საფრთხეებთან გამკლავება, დიდი ტვირთია შინაურ მტერთან პოლიტიკური დაპირისპირება, ყოველმხრივ გააზრებული პოლიტიკის გატარება და ამ რთულ ვითარებაში ქვეყნის სწორად მართვა. ამავდროულად, დიდი სტიმულია ხალხის ნდობა და მხარდაჭერა.
დიდი პასუხისმგებლობაა დასახული მიზნებისკენ სვლა და უდიდესი ვალდებულებაა ქვეყნის წინსვლაში, სწორად განვითარებაში პარტიული კვალის დატოვება – უკეთესი საქართველოსთვის, მშვიდობიანი საქართველოსთვის, დოვლათიანი საქართველოსთვის, ჩვენი ყველას საოცნებო საქართველოსთვის“, – წერს კახა კალაძე.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს